пятница, 1 июля 2022 г.

ანგარიში

 თბილისის მე-11 საჯარო სკოლის,მუსიკის მასწავლებლის მარინა კვერნაძის წლიური ანგარიში


                    

                                     მარინა კვერნაძის ანგარიში        1 სემესტრი

 

            როგორც მუსიკის მასწავლებელმა,სკოლაში განვახორციელე ესგ-ის სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება.ყველა კლასის მოსწავლე ჩართული მყავდა სასკოლო პროექტში ,,კულტურული მემკვიდრეობა“.სხვადასხვა კლასები წავიყვანე საქართველოს ფოლკლორის მუზეუმში,სადაც ბავშვებმა ნახეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული საკრავები.მოისმინეს მათი ხმები.ნახეს ვიდეო ფრაგმენტები,სადაც ნაჩვენები იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე ანსამბლები,მომღერლები და ინსტრუმენტალისტები.აგრეთვე მუსიკის მასწავლებლებმა პროექტიდან გამომდინარე ავირჩიეთ თემა,,ბერიკაობა“.ბავშვებს გავაცანი ბერიკაობის ისტორია,ვაჩვენე ფილმი და მოვასმენინე ინფორმაცია ბერიკაობის შესახებ.ბავშვები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ ამ პროექტში.დაამზადეს ბერიკების ნიღბები,ბუკლეტები, კედლის გაზეთი და წარმოადგინეს პრეზენტაცია.

             მე-9ბ კლასთან ერთად ვიმყოფებოდით ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში,სადაც ვიხილეთ ჯუზეპე ვერდის ოპერა ,,ბედის ძალა“

            1დ კლასში ჩავატარე ღია გაკვეღილი თემაზე-,,ხმების მრავალფეროვნება“.

1დ და 2ბ კლასებში ჩატარდა საშემოდგომო ზეიმი,რომელიც მუსიკალურად გავაფორმე,ბავშვებმა შეასრულეს სიმღერები.

            ყველა კლასში შევიტანე და განვახორციელე კომპლექსური დავალება.ჩავატარე შემაჯამებელი სამუშაოები.


                                          

                                                        მე-2 სემესტრის ანგარიში                                მარინა კვერნაძე

 

         2022 სასწავლო წლის მე-2 სემესტრში შევდიოდი-1ბ,1დ,4დ,4ე,4ვ,5გ,6გ,9ბ და 9გ კლასებში.

       როგორც მუსიკის მასწავლებელმა,სკოლაში განვახორციელე ესგ-ის სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება.ყველა კლასის მოსწავლე ჩართული მყავდა სასკოლო პროექტში ,,კულტურული მემკვიდრეობა“.სხვადასხვა კლასები წავიყვანე საქართველოს ფოლკლორის მუზეუმში,სადაც ბავშვებმა ნახეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული საკრავები.მოისმინეს მათი ხმები.ნახეს ვიდეო ფრაგმენტები,სადაც ნაჩვენები იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე ანსამბლები,მომღერლები და ინსტრუმენტალისტები.აგრეთვე მუსიკის მასწავლებლებმა პროექტიდან გამომდინარე ავირჩიეთ თემა,,ბერიკაობა“.ბავშვებს გავაცანი ბერიკაობის ისტორია,ვაჩვენე ფილმი და მოვასმენინე ინფორმაცია ბერიკაობის შესახებ.ბავშვები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ ამ პროექტში.დაამზადეს ბერიკების ნიღბები,ბუკლეტები, კედლის გაზეთი და წარმოადგინეს პრეზენტაცია.

        ყველა კლასში შევიტანე კომპლექსური სამუშაოები.

 1-2 კლასი-თემა:ხალხური და კლასიკური საკრავები.ბავშვებმა დახატეს და დაამზადეს სხვადასხვა ხალხური(ფანდური,ჩონგური,ჭიანური,დოლი,დაირა,სალამური,გარმონი) და კლასიკური(ქსილოფონი)ინსტრუმენტები და შეასრულეს მელოდიები.

4 დ,4ე,4ვ კლასი-თემა:,,მუსიკა და თავისუფალი დრო“

5გ კლასი-თემა:,,ეთნოგრაფია და მუსიკა

6გ კლასი-თემა: ,,მუსიკა კადრში და კადრს მიღმა“

9ბ,9დ,9ე კლასი-თემა: ,,მითი და პროგრესული როკი“

.5გ,6გ,9ბ,9გ და 9ე კლასებში ჩავატარე შემაჯამებელი სამუშაოები.ამ სემესტრში ჩავატარე ორი ღია გაკვეთილი 9ბ კლასში-თემა: ,,სოციალური კატაკლიზმები მუსიკაში“სადაც მესწრებოდა სკოლის სასწავლო ნაწილი-ლორენა კვარაცხელია და მუსიკის მასწავლებელი-მზია ბირთველიშვილი.5გ კლასში-თემა: ,,ეთნოგრაფია და მუსიკა“ მესწრებოდა, სკოლის სასწავლონაწილი-ლორენა კვარაცხელია,მუსიკის მასწავლებელი-თამუნა ბერიძე და ხარისხის მართვის ჯგუფის წარმომადგენელი -მარი გურგენიძე.

1დ და 2ბ კლასებში მუსიკალურად გავაფორმე,,,დედაენის დღე“.აგრეთვე 1ბ კლასში  დედის დღისადმი მიძღვნილი საკლასო ღონისძიება.შესრულებულ დავალებებზე ვაკეთებდი შესაბამის უკუკავშირს.განმსაზღვრელ ან განმავითარებელ შეფასებას

გავდივარ უფროსი მასწავლებლებისთვის სავალდებულო ოცსაათიან ტრენინგებს და დარეგისტრირებული ვარ კვალიფიკაციის ასამაღლებელ გამოცდაზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий

მატრიცები

 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში კლასებში შევიტანე კომპლექსური დავალებები კომპლექსური დავალება თემა: მუსიკა და თავისუფალი დრო საკი...