пятница, 1 июля 2022 г.

ღია გაკვეთილები

 თბილისის მე-11 საჯარო სკოლის,მუსიკის მასწავლებლის მიერ ჩატარებული ღია გაკვეთილები.

2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში ჩავატარე 3 ღია გაკვეთილი

1.1დ კლასი-თემა ,,ხმების მრავალფეროვნება"----18.12.2021

2. 9ბ კლასი-თემა ,,სოციალური კატაკლიზმები მუსიკაში"-----04.04.2022

3. 5გ კლასი-თემა ,,ეთნოგრაფია და მუსიკა" -----15.06.2022



  

                                             ღია გაკვეთილი-1ბ კლასი

 

 

მასწავლებლის სახელი და გვარი

მარინა კვერნაძე

საგანი

მუსიკა

გაკვეთილის თემა

ხმების მრავალფეროვნება

სწავლების საფეხური/კლასი

დაწყებითი-1ბ კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა კლასში

მათ შორის სსსმ

24 მოსწავლე

სსსმ მოსწავლე კლასში არ ირიცხება

 

 

სასწავლო მიზნები

 

მოსწავლის შემოქმედებითი უნარების განვითარება.მუსიკალური სმენის და მეხსიერების განვითარება.მუსიკის დაკავშირება გარემოსთან და სხვადასხავა მოვლენებთან.

ესგ-სთან კონკრეტული კლასის მისაღწევ შედეგებთან შესაბამისობა

მუს.დაწყ.(1)1,2

მუს.დაწყ.(1)4,5,6

 

მოსწავლეთა წინარე ცოდნა

გარესამყაროს (პლანეტების) გაცნობა და მათი ხმების მოსმენა.ხალხური სიმღერა ,,მზე შინა და მზე გარეთა“

 

 

 

 

 

 

 

გაკვეთილის მსჯელობა/საკლასო მენეჯმენტი

   წინარე ცოდნის გახსენება

                                     აქტივობა 1

ბავშვებმა გაიხსენეს ერთ-ერთი პლანეტა მზე,მოისმინეს მისი ხმა და გამოთქვეს თავიანთი აზრი,თუ რის ხმას მიამსგავსეს მისი ხმა.აგრეთვე,პლანეტა მზეს დაუკავშირეს ხალხური სიმღერა,,მზე შინა და მზე გარეთა“გაიხსენეს და იმსჯელეს მუსიკის ტერმინოლოგიის შესახებ(ფორტე,პიანო,მაჟორი,მინორი,ფოლკლორი,კომპოზიტორი,დირიჟორი) ერთმანეთისგან განასხვავებენ ფოლკლორულ და პროფესიულ მუსიკას

                                      აქტივობა 2 

მასწავლებელი უხსნის და აჩვენებს ბავშვებს,თუ რა ნივთები შეიძლება გამოვიყენოთ ხმების მრავალფეროვნებისთვის.(ფურცლები,ფანქრები,სახაზავები,ბოთლები,ლობიოს ან სიმინდის მარცვლები) აგრეთვე უჩვენებს როგორ შეასრულონ რიტმული სავარჯიშოები ტაშით,ფეხების ბაკუნით,თითების ტკაცუნით და ყოფითი საგნებით.ახსნის შემდეგ,ბავშვები წარმოაჩენენ ბუნების მოვლენების ხმებს(ქარი,წვიმა,ჭექა-ქუხილი,სეტყვა)სხვადასხვა საგნებით.მასწავლებელი ასმენინებს ბავშვებს კომპოზიტორ  შტრაუსის ,,რადეცკის მარშს“ და თხოვს აყვნენ რიტმში და გამოიყენონ სხვადასხვა ნივთები მელოდიის  გასახმოვანებლად.

                             აქტივობა 3

  მასწავლებელი ბავშვებს ასმენინებს სხვადაასხვა ინსტრუმენტების ხმებს და თან აჩვენებს ამ ინსტრუმენტების სურათებს.ბავშვებს უსვამს კითხვებს:

1.რომელი ინსტრუმენტების ხმა მოისმინეთ?

2.რა სახის ინსტრუმენტებია?(სიმებიანი,კლავისებიანი,ჩასაბერი)

3.ეს ინსტრუმენტები ხალხურია თუ კლასიკური?

4.საქართველოს რომელ კუთხეს შეესაბამება თვითოეული ინსტრუმენტი?

  შემდეგ მასწავლებელი ბავშვებს მოასმენინებს ცხოველების ხმებს და თხოვს გამოიცნონ და ინტონაციურად წარმოთქვან მათი ხმები.ბოლოს ბავშვები იმღერებენ სიმღერას ,,მოდი ვნახოთ ვენახი“

მოსწავლეთა შეფასება

მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი შეფასებით

  ( სიტყვიერი ან წერილობითი კომენტარი)

სასწავლო რესურსები

კომპიუტერი,ნახატები,ფანქრები,ბოთლები,ფურცლები,ლობიოს ან სიმინდის მარცვლები)

მასწავლებლის თვითშეფასება

         რეფლექსია

  

 

 

შედეგი

       მოსწავლეები შეძლებენ გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმების,ბგერების,ხმაურის მღერის და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების(რიტმის,ტემპის,მელოდიის) გამოყენებას გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად.

       აგრეთვე შეეძლებათ ამა თუ იმ ხმების გამოცემა ან ხმაურის შექმნა სხვადასხვა საშუალებებით.ბუნებრივად და ხელოვნურად შექმნილი ხმებით ხმაურის და განწყობის გადმოცემა.

 

 

დანართი:       აუდიო-ვიდეო მასალის გამოყენება.

                           შეფასების რუბრიკა

                         

     

                                          ღია გაკვეთილი მუსიკაში--5გ კლასი                                  მარინა კვერნაძე

                                                                                                                       14.06.2022

 

მასწავლებლის სახელი და გვარი

მარინა კვერნაძე

საგანი

მუსიკა

გაკვეთილის თემა

,,ეთნოგრაფია და მუსიკა“

სწავლების საფეხური

დაწყებითი

მოსწავლეთა რაოდენობა კლასში

მათ შორის სსსმ

ირიცხება 21 მოსწავლე

სსსმ არ ირიცხება

სასწავლო მიზნები

ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტების როლის განსაზღვრა ხალხურ მუსიკაში.ქართული მრავალხმიანობა.ცოდნის გაღრმავება ქართული ფოლკლორის შესახებ.კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გამომუშავება

ესგ-სთან კონკრეტული კლასის მისაღწევ შედეგებთან შესაბამისობა

მუს.დაწყ.(ll).4.5.6.7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

                     აქტივობა 1

        პრეზენტაცია

მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციას საქართველოს სხვადასხვა კუთხეებზე.

(გურია.სამეგრელო,იმერეთი,აჭარა).ისაუბრებენ

მათ,ყოფა-ცხოვრებაზე,კულტურაზე,ხალხურ

საკრავებზე,ფოლკლორზე.მოხდება მოსწავლეების ჩართულობა.უპასუხებენ მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებს.

 

                     აქტივობა2

           ცოდნის კონსტრუირება

მასწავლებელი ახსნის მასალას,სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საწესჩვეულებო-სარიტუალო სიმღერები(ბატონებო,მეგრული ნანა,ქართლური ნანა,ნადური,დატირება,

საბრძოლო)

 

                      აქტივობა 3

          მასალის განმთლიანება

 მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს ფურცლებს,სადაც არის მოცემული კითხვარი.ბავშვები უპასუხებენ კითხვებს,რათა  შეძლონ ახალი მასალის გააზრება

 

 

მოსწავლეთა შეფასება

განმსაზღვრელი-განმავითარებელი

სასწავლო რესურსები

კომპიუტერი,ხმის გამაძლიერებელი,პროექტორი,თაბახის ფურცლები,საწერკალამი

მასწავლებლის შეფასება

რეფლექსია

შედეგი

მოსწავლე შეძლებს.საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური შემოქმედებისთვის დამახასიათებელი მუსიკალური ენის ელემენტების განსხვავებას.

ხალხური საკრავების ამოცნობას.

სასიმღერო ხმების განსხვავებას

 

დანართი: აუდიო და ვიდეო მასალა

        

  

                                                 ღია გაკვეთილი მუსიკაში- 9ბ  კლასი

 

მასწავლებლის სახელი და გვარი

მარინა კვერნაძე

საგანი

მუსიკა

გაკვეთილის თემა

სოციალური კატაკლიზმები მუსიკაში

სწავლების საფეხური/კლასი

საბაზო-9 ბ კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა კლასში

მათ შორის სსსმ

18 მოსწავლე

სსსმ არ ირიცხება

        

      სასწავლო მიზნები

მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს და განუვითარდეს სხვადასხვა უნარ-ჩვევა:დიალოგის,მსჯელობის,მუსიკის მოსმენისა და გაანალიზების,მრერის,რიტმის გრძნობის უნარი.

ესგ-სთან კონკრეტული კლასის მისაღწევ შედეგებთან შესაბამისობა

1.შემოქმედებითობა და პრაქტიკა

    მუს.საბ.1

    მუს.საბ.2

2.მუსიკის აღქმა კონტექსტში

    მუს.საბ.4

    მუს.საბ.5

                   

 

 

 

 

 

 

 

 

 გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

1.წინარე ცოდნის გახსენება

                    აქტივობა 1

      მოსწავლეები გაიხსენებენ,სამყაროში მომხდარ ბუნებრივ და სოციალურ კატაკლიზმებს.კატაკლიზმებით გამოწვეულ განცდებს,აგრეთვე,თუ რა ხერხებით გადმოიცემა მუსიკაში კატაკლიზმებით გამოწვეული ემოციები და განცდები(რიტმით,მელოდიით,ჰარმონიით,

ჟანრით)და აქვე განმარტავენ  ამ სიტყვების მნიშვნელობებს

                     აქტივობა 2

       მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს კატაკლიზმებზე,მათ გამომწვევ მიზეზებზე უხსნის,თუ რამდენი სახის კატაკლიზმა არსებობს,რა მახასიათებლებით გამოირჩევა კატაკლიზმები.რა შემთხვევებში იყენებენ კომპოზიტორები ამა თუ იმ ჟანრს კატასტროფის შინაარსის გადმოსაცემად.რა მსგავსებებია,მუსიკისა და კატაკლიზმების მახასიათებლებს შორის

                   აქტივობა 3

    მასწავლებელი ასმენინებს მოსწავლეებს ოთხ სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ დაწერილ ნაწარმოებების ფრაგმენტებს

1.პენდერეცკი-,,ხიროსიმაში დაღუპულთა დატირება“

2. პროკოფიევი-,კანტატა ,,ოქტომბერი“

3. ადამსი-,,სულთა გადასახლების შესახებ“

4 .შოსტაკოვიჩი-,,სიმფონია 10“

სთხოვს შეავსონ წიგნში მოცემული ცხრილი და უპასუხონ კითხვებს

 

მოსწავლეთა შეფასება

განმავითარებელი და განმსაზღვრელი

სასწავლო რესურსები

მოსწავლის წიგნი,საწერკალამი,დაფა,ცარცი,

კომპიუტერი,ხმის გამაძლირებელი,აუდიო მასალა

მასწავლებლის თვითშეფასება

რეფლექსია

 

 

        შედეგი

     მოსწავლე შეძლებს მუსიკალური ნაწარმოების ჰარმონიაზე,რიტმსა და ფორმაზე დაკვირვებით მსჯელობას,თუ როგორ ახერხებს კომპოზიტორი კატაკლიზმით გამოწვეული ემოციების გადმოცემას მუსიკაში.

     ამოიცნობს მუსიკალური ფრაგმენტების სტატუსი,კატასტროფის დროს/შემდეგ დაუფლებული განცდებისა და ემოციების გადმომცემ მუსიკაში.

       მოსწავლე შეძლებს ისაუბროს ჟანრის მახასიათებლებზე კატაკლიზმის გადმომცემ მუსიკალურ ნაწარმოებში.

 

 

      დანართი: აუდიო მასალის გამოყენება

                            შეფასების რუბრიკა.

Комментариев нет:

Отправить комментарий

მატრიცები

 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში კლასებში შევიტანე კომპლექსური დავალებები კომპლექსური დავალება თემა: მუსიკა და თავისუფალი დრო საკი...